LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის სამუშაოებში ავიაცია გურიის რეგიონშიც ჩაერთვება

96

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ავიაციის გამოყენებით 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი შეიწამლა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სამეგრელოს რეგიონში, აბაშის და ხობის მუნიციპალიტეტებში 1000 ჰექტარი ფართობია უკვე დამუშავებული. საავიაციო წამლობა იწყება გურიის რეგიონშიც. ავიაციის მეშვეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობების და დიდი მასივების შეწამვლაა დაგეგმილი.

ავიაციის პარალელურად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს (აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის მუნიციპალიტეტები), გურიის (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) და იმერეთის (სამტრედიის, ხონის მუნიციპალიტეტები) რეგიონებში.

დღევანდელი მდგომარეობით, მავნებლის საწინააღმდეგოდ 90 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით 13 სექტემბრიდან მიმდინარეობს. საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები