LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზრად არ მქონია იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს – დავით სერგეენკო

89

“აზრადაც არ ჰქონია იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს,” – ასე განმარტა  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, მის მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.  ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ  “მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს”.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, რა შინაარსიც უნდა ჰქონდეს ოკუპაციას – მცოცავი თუ პროგრესული, ეს არის დამანგრეველი.

“გულწრფელად გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება, დეტალური განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო 1990-იან წლების დასაწყისიდან და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვარ ასეთ ფორმულირებაზე – ალბათ ჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს – მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი – საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაც შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები