LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი: „ყველა სირთულეს გადავლახავ, გპირდებით!..“

1389

თამარ ბაბილუა მძიმე სენს ებრძვის. ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და მკურნალობა სჭირდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა მისთვის გადაცემის მიძღვნა გადაწყვიტა და ერთგვარი ტელემარათონი მოაწყო „ნიუტონის“, ბენდის, სადაც ბაბი უკრავს და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით.

ბაბიმ მოგვიანებით სამადლობელო წერილი გამოაქვეყნა:

„ყოველთვის ვიცოდი რომ შეუძლებელი არაფერია,თუ სიკეთეს და მონდომებას სულისკვეთებაც ახლავს.ძალიან ნაადრევად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში რთული ეტაპები და რომ არა ეს ადამიანები, ვერაფერს ვერ ვიზამდი. მადლობის თქმა არასოდეს დამეზარება, ამ ადამიანებმა შემაძლებინეს და არამარტო გადამატანინეს ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი, დამეხმარნენ, მეპოვა ახალი ოჯახის წევრები, მეგობრები. გამიმართლა ჩემს საქმეში, რომელიც უზომოდ მიყვარს და ჩემი ცხოვრების სტიმულია“.

მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა „რუსთავი 2“-ს, ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანსა და მის შოუს და მარინა ბერიძეს და აღნიშნა:

„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება❤️❤️❤️გადავლახავ ყველა სირთულეს, გპირდებით!იმედიანად ვარ .დრომ და ადამიანებმა დიიიიიდი იმედი გამიჩინეს. მადლობა თოთოეულ ადამიანს, ვინც თანხა ჩარიცხა.❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️მადლობა ჩემს მეგობრებს, მიყვარხართ და მეიმედებით!..“

სტატუსი დაწერა ასევე ბაბის მეგობარმა, მაცაცო კევლიშვილმა და უამრავ ადამიანს მადლობა გადაუხადა დახმარებისა და გვერდში დგომისთვის მაშინ, როცა მისი თქმით, „განაჩენი იყო ექვსი თვე“.

ვისაც გსურთ და შეგიძლიათ ბაბის დახმარება, გთავაზობთ ანგარიშების ნომრებს:

GE43TB7218145061600006

თიბისი ბანკი

მიმღები:თამარ ბაბილუა

GE63BG0000000686758900

საქართველოს ბანკი

მიმღები: თამარ ბაბილუა

გუშინდელი ტელეგადაცემის შედეგად, ბაბის ორივე ანგარიშზე 25 000 ლარი უკვე ჩაირიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები