LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბუამ ბავშვობის სიყვარულს ხელი 64 წლის შემდეგ სთხოვა

79

ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება, ამერიკელმა ბაბუამ ბავშვობის სიყვარულს ხელი 64 წლის შემდეგ სთხოვა.

ჯოის კევორკიანი და ჯიმ ბოუმანი ერთმანეთს სკოლის პერიოდში ხვდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი გზები გაიყარა. ჯოისმა და ჯიმმაც ოჯახები შექმნეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ორივე დაქვრივდა და ბედმა ისინი კვლავ დააკავშირა. ძველი შეყვარებულები ერთმანეთს მძიმე ტკივილის გადალახვაში დაეხმარნენ და ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ერთმანეთი კვლავ უყვარდათ და დაშორება აღარ სურდათ. ჯიმმაც დრო აღარ დაკარგა და ბავშვობის სიყვარულს ხელი სთხოვა. ჯოისსაც ბევრი აღარ უფიქრია და პირველ შეყვარებულს ცოლად გაყვა.

აღსანიშნავია, რომ წყვილის ბედნიერებმა მათმა შვილებმა და შვილიშვილებმაც დიდი სიამოვნებით გაიზიარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები