LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბუს, რომელსაც ცალი ფეხი არ აქვს, უცნობმა პროთეზი აჩუქა – ამბავი ერთ-ერთი ქართული სოფლიდან

122

ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც აღწერილია, როგორ აჩუქა მისმა მეგობარმა უცნობ ბაბუს პროთეზი ექიმთან ერთად…

გთავაზობთ სტატუსს:

„ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე და მიუყვებოდა მის გზას, როდესაც დასავლეთის ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩვენმა უმაგრესმა მეგობარმა. ის ადგილი, სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ეს ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროთეზო კლინიკაში მიიყვანა, პროთეზი უნდა ვაჩუქოო. კლინიკაში ექიმი ჯერ ხომ ამ ჩემი მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა, შემდეგ ამ ექიმმა ასეთი დახმარება რომ დაინახა, ფულს მეც არ ავიღებო და ბაბუს პროთეზს უფასოდ გავუკეთებ, ჩვენი საერთო საჩუქარი იყოსო. მაგარი ქართველი კაცები.

ბაბუ გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით, ხომ ეტყობა თვალებში, რასაც გრძნობდა ეს უსაყვარლესი კაცი.

იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი, ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთო. ეს საქართველოა, სადაც სიკეთეს ჩუმად აკეთებენ❤

აწი ივლის ბაბუ ფეხგამართული. მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში ერთი ქართველი ბაბუ და მისი ამბავი, როგორ დაეხმარა სრულიად უცნობი ქართველი კაცი….❤ ერთი პატარა ამბავი მოგიყევით, მეტი არაფერი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები