LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო – პროკურორი

412

ბაჩანა ახალიას მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენია – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი განაჩენით სასამართლომ ბრალდებულები ბაჩანა ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა.

“მათ შორის სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არადაამიანურ მოპყრობაში, ასევე მის მიმართ განხორციელებილი სექსუალურო ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში.

ახალია დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ლონდარიძისა და გიორგი გორელაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებააში. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და აეკრძალა თანამდებობის დაკავებაა.”- განაცხადა პროკურორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები