LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Backstreet Boys-მა 5 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

102

ჯგუფი The Backstreet Boys ოფიციალურად დაბრუნდა. 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ბოიბენდის წევრებმა 5 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სინგლი გამოუშვეს. ვიდეოკლიპი სიმღერაზე Don’t Go Breaking My Heart დღეს გამოჩნდა YouTube-ზე და მას უკვე მოჰყვა უდიდესი გამოხმაურება. ჯგუფმა ერთი თვის წინ დაარსების 25 წლის იუბილეც აღნიშნა და მსოფლიო ტურნეც დაანონსა, რომელიც ივლისში დაიწყება და ნოემბრამდე გასტანს. ჯამში მაყურებელს ჯგუფის 21 კონცერტი ელის.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი The Backstreet Boys მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდია. ჯგუფის 9 ალბომი ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციაზე მოხვდა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ბოლოა ალბომი In a World Like This  ჯგუფმა 2013 წელს გამოუშვა , რასაც ახლდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჯგუფის მუსიკალურ სამყაროში  20-წლიან მუშაობას მიეძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები