LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბადაგონის” GAU 5 ჯორჯიის შტატში გაიყიდება

122

კომპანია ”ბადაგონის” მიერ შექმნილი ღვინის ახალი ბრენდი GAU5 აშშ-ს ბაზრისთვის ემზადება. პროდუქცია აღნიშნულ ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში შევა.

როგორც ”ფორტუნას” ”ბადაგონში” განუცხადეს, GAU5 ჯორჯიის შტატში გავა. საწყის ეტაპზე აქ 2 კონტეინერი გაიგზავნება, თუმცა, სამომავლოდ, საექსპორტო პროდუქციის მოცულობის გაზრდა იგეგმება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ GAU5 არის ახალი სიტყვა ქართულ მეღვინეობაში. ეს არის ღვინის ბრენდი, რომელიც ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან შეიქმნა და ამ ეტაპზე ღვინის 5 სახეობითაა წარმოდგენილი:

WHITE ON- თეთრი მშრალი, ფერი – ღია ჩალისფერი, გამოირჩევა ციტრუსოვანი ტონებით;

WHITE TWO – თეთრი ნახევრადმშრალი, ფერი – გამჭვირვალე, ღია ჩალისფერი, გამოირჩევა ხილის ტონებით;

ROSE THREE – როზე, ფერი – მომხიბლავი ვარდისფერი, გამოირჩევა ყვავილოვანი ტონებით;

RED FOUR – წითელი ნახევრადტკბილი, ფერი – გამჭვირვალე ლალისფერი, გამოირჩევა კენკროვანი ხილის ტონებით;

RED FIVE – წითელი ნახევრადმშრალი, ფერი – ლალისფერი, გამოირჩევა ალუბლის სასიამოვნო ტონებით.

ცნობისთვის, ”ბადაგონმა” GAU5 გასული, 2016 წლის ბოლოს გამოუშვა. GAU5-ის ავტორი ბადაგონის მთავარი ენოლოგი, მეღვინეობის უამღლესი საერთაშორისო ჯილდოს – ღვინის ოსკარის მფლობელი დოქტორი დონატო ლანატია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები