LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონის” საწარმოებმა მუშაობა შეაჩერა

85

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კომპანიის მთავარმა მეღვინემ განუცხადა.

“რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათავო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა,” – აღნიშნა მეღვინე სანდრო ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, „ბადაგონში“ საგამოძიებო სამსახური დღეს შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები