LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადაგონმა ჩინურ კომპანიას დავა მოუგო

164

კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო, რაც სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ,  ჩინეთის ბაზარზე ქართული კომპანიის მიერ დავის მოგების პირველი პრეცედენტია.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ქართული ბრენდების ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და, შედეგად, ქართული, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას.

თემასთან დაკავშირებით, დღეს 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ადვოკატი, იურიდიული კომპანიის „ასათიანი და ადვოკატები“ მმართველი პარტნიორი დავით ასათიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები