LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა

81

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა.  უწყებაში აცხადებენ, რომ განცხადება 12:00 საათზე გაკეთდება.

როგორც ცნობილია, საქმე ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას შეეხება.

შეგახსენებთ, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალი აქვთ წაყენებული.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე აქვთ შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა.