LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAFTA 2017: ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები

212

ლონდონში BAFTA TV Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და სატელევიზიო გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. წითელი ხალიჩა კი, მსგავსი შოუებისთვის, როგორც წესი ცალკე ცერემონიაა, სადაც ამა თუ იმ ვარსკვლავის გარეგნობა და გემოვნება ფასდება.

ტრადიცია არც წელს დაირღვა და შოუბიზნესის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული  წარმომადგენლები გამოვლინდნენ: კრუელა დევილის ინსპირაციით გაკეთებული ვარცხნილობა, მედუზას ეფექტი და ა.შ. წითელ ხალიჩაზე საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება იყო.

მსახიობი ქენდის ბრაუნი, რომელსაც ფოტოგრაფების წინაშე პოზირების დროს წვიმამ მოუსწრო, ქოლგას შეეფარა და შეეცადა, უამინდობის გამო განწყობა არ გაეფუჭებინა. ყურადღება მიიქცია მისმა ვარცხნილობამაც, რომელიც კრუელა დევილის ინსპირაცია უწოდეს.

კრიტიკას ვერ გადაურჩა 58 წლის დენის უელჩი, რომლის ვარდებიანმა კაბამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე უგემოვნო კაბის სტატუსი დაიმსახურა.

კრიტიკოსების გული ვერც 32 წლის ლორა ვიტმორმა მოიგო, რომელიც წითელ ხალიჩაზე ფერადი კაბით გამოცხადდა.

რეიტინგში მოხვდა ასევე აგნეს დინი, სკარლეტ მოფატი, კატია ჯონსი, ვიქტორია ჰამილტონი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები