LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგა-ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა არ შეიცვლება

102

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელები ჯგუფებში სექტემბრიდან ისევ იმ რაოდენობით იქნებიან, რა რაოდენობაც დღეს არის, ამ მხრივ ცვლილება არ იგეგმება, – ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
გვანცელაძის ინფორმაციით მომავალი სასწავლო წლისთვის მენიუს განახლებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

მისივე თქმით, სიახლეებია სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, დედაქალქში არსებულ 171 ბაღს 9 ახალი ბაღი შეემატება, სექტემბრიდან კი ბაგა- ბაღებს ტრენერების მიერ სპეციალურად გადამზადებული აღმზრდელ-პედაგოგები ეყოლება. გარდა ამისა, გვანცელაძის თქმით, მიმდინარეობს ბაღების სახანძრო-უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა, სადაც მონტაჟდება თანამედროვე ტიპის დეტექტორები. წლის ბოლომდე კი თბილისის მასშტაბით ყველა ბაგა-ბაღი უსაფრთხოების სისტემით აღიჭურვება.

„გავხსნით 9 ახალ საბავშვო ბაღს და 2 ახალ კორპუსს, რომელიც შეემატება მოქმედ ბაღებს. ეს ახალი დამატებითი კორპუსები მოცულობით უტოლდება ერთი საბავშვო-ბაღის ინფრასტრუქტურას ანუ დაახლოებით, დამატებითი 3 000-მდე აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი. ასევე, განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მეთოდისტებისთვის ტრენინგები. ეს გახლავთ აღმზრდელ-პედაგოგის სტანდართან შესაბამისობაში მოყვანისათვის ტრენინგები. 40 მეთოდისტი გადაამზადებს აღმზრდელ პედაგოგებს ჩვენს ბაღებში. მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, სამზარეულოების მოწესრიგება ბაღებში. ამასთან, ჩვენი პრიორიტეტია სახურავების მოწესრიგება, მიმდინარეობს ავარიული ბაღების გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოებისთვის საპროექტო სამუშაოები. უსაფრთხოების კუთხით ვაგრძელებთ პროექტებს, როგორიც არის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ბაღებში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება,” – განაცხადა გვანცელაძემ.

კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელი 17 სექტემბერს განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები