LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათში “ლიბერთი ბანკის” ბანკომატი მოიპარეს

188

ბაღდათში “ლიბერთი ბანკის” ბანკომატი მოიპარეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაბეტონებული ბანკომატი მოხსნეს და გაიტაცეს.

„ვიდეო კამერები გაუთიშიათ და დაბეტონებული ბანკომატი მოუგლეჯიათ. ამ დროს ბანკომატზე უკვე დარიცხული იყო მასწავლებლების და დასაქმებულების ხელფასები, სავარაუდოდ, სოლიდური თანხაა წაღებული,” – განაცხადეს ადგილობრივებმა.

როგორც ცნობილია, შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.

ბაღდათის ცენტრში “ლიბერთი ბანკის” ერთადერთი ფილიალი მუშაობს, ბანკომატი შენობის წინა ნაწილში იყო ჩაშენებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები