LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათში სავალალო მდგომარეობაა -„ინგრევა როგორც ძველი, ასევე ახლად აშენებული შენობები!..“ (ფოტოები)

668

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ბაღდათშია გადაღებული. „ფეისბუქ“-გვერდი აღნიშნავს, რომ იქ სავალალო მდგომარეობაა და მათი აღნიშვნის გარეშეც, ფოტომასალაში კარგად ჩანს, რა სიტუაციაა დღესდღეობით ბაღდათში.

გვერდი წერს:

„ყველასგან მივიწყებული და მიტოვებული ბაღდათის რაიონი…

ფოტოებზე ასახულია ბაღდათის რაიონში შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია. მოშლილია რაიონის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საბინაო. არაერთ ადგილზე დანაგვიანებულია მდინარე ხანისწყალის კალაპოტი. ინგრევა, როგორც ძველი (ისტორიული), ასევე ახლად აშენებული შენობებიც მოუვლელობის გამო, მაგალითისთვის ბაღდათის საავადმყოფო გამოდგება, რომელიც 2010 წლამდე აშენდა. გამგეობის შენობაც კი, საიდანაც გამგებელი “მართავს” რაიონს, ისიც სარემონტოა. განადგურებულია ისტორიული დანიშნულების შენობები. საერთოდ არ არის ათვისებული რაიონის ტურისტული პოტენციალი. აქ წარმოდგენილია ფოტოების მხოლოდ ნაწილი და სრულად არ ასახავს რაიონის სოფლებში შექმნილ მძიმე ვითარებას. ამ ფოტოების ნახვის შემდეგაც კარგად მიხვდებით, რომ რაიონის გამგეობა და მისი გამგებელი არიან უმოქმედონი. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ყურადღება მიაქციონ ყველასგან მივიწყებულ და მიტოვებულ ბაღდათის რაიონს“.

საიმედოს გზაზე დიმის მიმართულებით

განადგურებული დიმის კულტურის სახლი

სააღჩევნო უბნის და კულტურის სახლის ცენტრალური შესასვლელი კარი

დიმის ცენტრი

მაღაზია ბაღდათის რაიონულ საავადმყოფოსთან

ბაღდათის ძველი საავადმყოფოს ძველი შენობების ნაშთები, რომელთა დემონტაჟიც წლებია ვერ ხერხდება

ბაღდათის რაიონული ახალი საავადმყოფოს კედელი, აშენებულია 2010 წლამდე. არ ხდება შენობის მოვლა-პატრონობა

ბაღდათის რაიონული კულტურის ცენტრი, დაზიანებულია კედლები

საცხოვრებელი კორპუსები, ბაღდათის რაიონის ცენტრში

“ამ სახლში 1976-2015 წლებში ცხოვრობდა კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი და ბაღდათის საპატიო მოქალაქე ანდრო ქართველიშვილი”. დაფაზე არსებულ გრამატიკულ შეცდომებს აღარ ვაქცევთ ყურადღებას, ის რომ “საპატიომოქალაქე” ერთი სიტყვა არაა. შენობა სავალალო მდგომარეობაშია

“ამ სახლში 1976-2015 წლებში ცხოვრობდა კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი და ბაღდათის საპატიო მოქალაქე ანდრო ქართველიშვილი”. დაფაზე არსებულ გრამატიკულ შეცდომებს აღარ ვაქცევთ ყურადღებას, ის რომ “საპატიომოქალაქე” ერთი სიტყვა არაა. შენობა სავალალო მდგომარეობაშია

შენობა ბაღდათის რაიონის ცენტრში

ულამაზესი ხედი და ხანისწყლის ხევში ჩაყრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი

მდინარე ხანისწყლის კალაპოტში ჩაყრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი

მაიკოვსკის სახლმუზეუმთან მისასვლელი დანგრეული გზა და მიმდებარე ტერიტორია, ბაღდათის რაიონის სავიზიტო ბარათი

ბაღდათის რაიონულ ცენტრში, მოედანთან მოქმედი სავაჭრო ობიექტები

რაიკომის ყოფილი (ისტორიული) შენობა.მიტოვებული, უფუნქციო, განადგურების პირას

ბაღდათის რაიონის კავშირგაბმულობის (ფოსტის) ყოფილი შენობა, თითქმის მთლიანად განადგურებული

ბაღდათის რაიონული საავადმყოფოს, ავტობუსის მოსაცდელი

ბაღდათის რაიონული საავადმყოფოს ეზოს ერთი მხარე და განადგურებული ღობე

დიმის ღვინის ქარხანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები