LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღების ფანჯრებზე გისოსების გაკეთებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ

181

ფეისბუქმომხმარებელი თიკო თვალაძე საბავშვო ბაგა-ბაღებში ფანჯრებსა და აივნებზე დამცავი გისოსების დამონტაჟებას ითხოვს და ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებს.

manifest.ge-ზე არსებული პეტიციის მთავარი ადრესატები თბილისის საკრებულო, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერიაა.

ავტორი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გისოსების გასაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს.

“საბავშვო ბაგა-ბაღებში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები. ეს არის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და იმედია ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”, – ნათქვამია მანიფესტში.

როგორც საიტზეა მითითებული მანიფესტზე 1000 ხელმოწერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან აღსაზრდელი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მომხდარზე კი მოკვლევა მიმდინარეობს.

პოპულალურები