LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღების მასწავლებლებს ძალიან ცუდად იყენებენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის – თინა ბოკუჩავა

118

საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა შესაძლო ჩართვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამ წუთებში უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე მსჯელობენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღების მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში გამოყენება სისტემური პრობლემაა.

“ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის და ამაზე საუბრობს არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამას ეძახის სისტემურ დანაშაულს. თუმცა, წულუკიანის უწყებისთვის სისტემური დანაშაულის არსებობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მისი კომისიის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ გააქარწყლოს, ხელი დააფაროს და გაამართლოს ყველა ის უკანონო ქმედება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იდენს წინასაარჩევნოდ,“  – განაცხადა ბოკუჩავამ.