LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში გადატვირთულობა ჩვენი აქილევსის ქუსლია – კახა გვანცელაძე

89

საბავშვო ბაღებში გადატვირთულობა ჩვენი აქილევსის ქუსლია, თუმცა ახალი ბაღების მშენებლობა ამ პრობლემემის გადაჭრისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომელმაც ბაღების გადატვირთულობის პრობლემაზე გააკეთა კომენტარი.

გვანცელაძის თქმით, წელს საბავშვო ბაღებში 19 ათასი აღსაზრდელი დარეგისტრირდა, სულ კი 61 ათასი პატარაა აღრიცხული.

“წელს თბილისს 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატა 11 ახალი შენობით, რაც 3 ათასამდე აღსაზრდელს უზრუნველყოფს. მომავალი ორი წლის განმავლობაში 31 ახალი ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ, რაც პრაქტიკულად, მოსახლეობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

რეგისტრაციის მიხედვით, წელს 19 ათასი ბავშვი მივიღეთ. ჯამში ჩვენ 71 ათასი აღსაზრდელი გვყავს. საბავშვო ბაღებში გადატვირთულობა ჩვენი აქილევსის ქუსლია, თუმცა ახალი ბაღების მშენებლობა ამ პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული,” – განაცხადა გვანცელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები