LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში სპეცპედაგოგები იმუშავებენ

111

თბილისის საბავშვო ბაღები მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. როგორც „ფორტუნას“ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღების დიდ ნაწილში უკვე ჰყავთ სპეცპედაგოგი. „ფსიქოლოგი და ლოგოპედი ყველა ბაღისთვის სავალდებულოა. რაც შეეხება სპეცპედაგოგებს, ბაღს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, რათა იქ სპეციალისტი დაინიშნოს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ბაღს 2 სპეცპედაგოგი ემსახურება“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამ დროისთვის 165 საბავშვო ბაღიდან 159-ში სპეცპადაგოგი უკვე მუშაობს.

გარდა ამისა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, დედაქალაქის 40-ზე მეტ საბავშვო ბაგა-ბაღში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის პანდუსები მოეწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები