LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღის დირექტორი: ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადახტა

84

206-ე საჯარო ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელიც მეორე სართულიდან გადავარდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

მარინა გოგოლაძის თქმით, ბავშვი ინკლზიური იყო და ის პირველი სართულიდან “გადმოხტა”.

დირექტორმა ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ აღსაზრდელს მსგავსი მცდელობები ამ დრომდეც ბევრჯერ ჰქონია.

“რომელი სართულიდან უნდა გადმომხტარიყო?! ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. იქ ვიყავით ყველა, მაგრამ მას მცდელობა ჰქონდა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა”, – განაცხადა მარინა გოგოლაძემ “რუსთავი 2″–თან სატელეფონო ინტერვიუში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულიდან გადახტა. მისი აზრი ბავშვი აღსაზრდელებს “გაეპარათ”.

თორდინავა არ გამორიცხავს, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა.

„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.