LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღში ბავშვების მიერ დახატული ცისარტყელები მშობელმა მოიპარა – „მიზეზი ვიცით და გვრცხვენია თქვენ გამო!..“

291

74-ე ბაგა-ბაღის გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. როგორც ბაღის ადმინისტრაცია წერს, ბავშვების მიერ დახატული ცისარტყელა ერთ-ერთის მშობელმა წაიღო.

„ძვირფასო მშობლებო, ამ კვირაში ჯგუფის თემა იყო ცისარტყელა. ცისარტყელა როგორც მოგეხსენებათ შვიდი ფერისგან შედგება, თქვენმა შვილებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან ცისარტყელები და ჩამოკიდეს თავიანთი ნამუშევარი, დღეს დილით თეო გოგელიას ჯგუფში (3/4)-ში ერთ-ერთმა მშობელმა უბრალოდ მოხსნა ეს ცისარტყელები და წაიღო, ამას ქურდობა ჰქვია:-((( მიზეზი ვიცით, მაგრამ მე მრცხვენია თქვენ გამო და აქ არ ვიტყვი!!! მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში … P.S. #ჩვენიბაღიფერადია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები