LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს – რას ამბობს მინისტრი

86

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს, მიზეზი –  წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებია.

კ​ულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის ძირითადი ნუსხიდან ამოღება იუნესკოში მისი ისტორიის დასასრული არ არის, ქართულ მხარეს უკვე აქვს დაწყებული მოლაპარაკება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, იუნესკოს ექსპერტებთან, იწყება ახალ ნომინაციაზე მუშაობა.

მინისტრის განმარტებით, ახალი ნომინაცია გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ კომპონენტად კვლავ მოიაზრება ბაგრატი.

იუნესკოს 41-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს ძირითად ძეგლთა ნუსხაში დარჩა, თუმცა ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის შემდეგ, ავტომატურად ნუსხიდან ამოვარდა ბაგრატის ტაძარი.

2012 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბაგრატის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად „საფრთხის შემცველი ძეგლების“ ნუსხაში ირიცხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები