LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროში” შეშვებას არ აპირებს

83

“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და “მაესტროს” შენობაში ლევან გაჩეჩილაძის შეშვებას არ აპირებს. ამის შესახებ გადაბაძემ “ინტერპრესნიუსს” საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც ლევან გაჩეჩილაძე შპს “მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.

“საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ვაფასებ უკანონოდ, ვინაიდან მე სამი საჩივარი და ერთი განცხადება მაქვს შეტანილი და ეს ყურად არ იღო რეესტრმა, ძალიან საინტერესოა რატომ მიიღო ნაჩქარევად ეს გადაწყვეტილება არ ვიცი. მე ამას შევაფასებდი როგორც დავას, ხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის, შესაბამისად, თუ რომელიმე საჯარო სტრუქტურა უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს არის ხელისუფლების ჩართულობა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ დავაში ლევან და გია გაჩეჩილაძეები არავითარ შუაში აღარ არიან.

“რაც შეეხება ლევანის მოსვლას. მან კარგად იცის, რომ ეს შენობა არ ეკუთვნის “მაესტროს”. შესაბამისად, მას ალბათ ნაფიქრი აქვს ალტერნატიულ ფართზე, სადაც ალბათ მათი დირექცია განთავსდება, ხოლო თუ ის შეეცდება შემოსვლას შენობაში ძალით, ეს იქნება უკანონო შეჭრა სხვის საკუთრებაში”, – აღნიშნა გადაბაძემ და დასძინა, რომ “მაესტროს” მოქმედი შემადგენლობა რჩება შენობაში და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები