LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „გიორგი ტატიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ „განიკურნა“ გეობისგან“, არის თაღლითი!..“

703

უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება გიორგი ტატიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, რითაც ის საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. ბაია სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი ტატიშვილი ამ თემით სპეკულირებს.

„ვინმე გიორგი ტატიშვილი, რომელიც 1 თვის წინ „განიკურნა“ გეობისგან და მოიარა ჯაჯანიძის შოუ, ახლა კი, „განკურნების“ შემდგომ, გავარდა და საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა გეი ქორწინების აღიარებაარის ცნობილი თაღლილი, ადრე ტრანსგენდერ მაცაცოდ წოდებული. ჩვეულებრივი კაგებეშნიკი აგენტია და მუდმივად სპეკულირებს ლგბტ თემატიკით. უკლებლივ ყველა ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ემიჯნება ამ თაღლით ადამიანს და აცხადებს, რომ სხვა საკითხები უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღეს ლგბტ საზოგადოებისათვის საქართველოში, ვიდრე ქორწინება და ნუ წამოვეგებით კრემლის პროვოკაციას. წინასაარჩევნოდ ისევ და ისევ ააქტიურებს რუსეთი ლგბტ თეამტიკას, რომ „გარყვნილი ევროპა“ და „ერთმორწმუნე რუსეთს“ შორის არჩევანი სათავისოდ წაიყვანოს. ლგბტ თემი მართებულად ემიჯნება ამ მცდარ რიტორიკას და ბინძურ პროვოკაციებს.

.. სწორედ ამ ტატიშვილისთვის საპატრიარქომ დაცვის გამოყოფაც მოითხოვა რამდენიმე დღის წინ (საოცრებაა პირდაპირ, რაღა ამ ცნობილი თაღლითის დაცვა მოუნდა საპატრიარქოს, როცა სხვებს ტაბურეტკებით დასდევენ?!). საპატრიარქოშიც არის ძლიერი რუსული კლანი და რუსული სცენარით ვითარდება მოვლენები“ – აღნიშნავს ბაია პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები