LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია – “გვეუბნებოდნენ სახლში რაც გინდათ აკეთეთო, ახლა სახლშიც გვივარდებიან”

81

“გვეუბნებოდნენ სახლში რაც გინდათ აკეთეთო, ახლა სახლშიც გვივარდებიან, ეს იყო ჩვენ სივრცეში შემოჭრა”- ეს განცხადება აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გააკეთა და მოსახლეობას აქციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით გუშინ მომხდარით ხელისუფლება იმ ადამიანების პირად სივრცეში შეიჭრა, ვისაც უბრალოდ გართობა სურდა და არაფერს აშავებდა.

“სად გინახავთ პოლიციის განკურნებული ნარკომანი, სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, ვინც დღეს სახლიდან გვიყურებს? იცოდეთ არასწორად იქცევით, გამოდით და გვერდით დაუდექით ბრძოლას თავისუფლებისთვის”- განაცხადა ბაია პატარაიამ.

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები