LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია – შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე

180

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ძააააალიან მაგარი ამბავი!!!
შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე: მარიკა წივწივაძის (ილიუნის პროფესორი) მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-მ რომელმაც იცოდა, თუ რა ძალადობას ექვემდებარებოდა მარიკა, მაგრამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად, გამტყუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.
სტრასბურგშიც გვაქვს ეს საქმე და იქაც მოვიგებთ, რადგან მარიკა წივწივაძე სახელმწიფოს სისტემური ხარვეზების მსხვერპლია. სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ქალებს, პასუხს აგებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს წინაშე!
პ.ს. მადლობა “საფარის” იურისტ სოფო გოგიშვილს თავდაუზოგავი შრომისთვის და ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის.
პ.ს.ს. შსს-მ გავასაჩივრებო. აბა, თქვენ იცით… მაინც ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას!“ – წერს ბაია პატარაია ფეისბულის საკუთარ გვერდზე.

 

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10159688085160133

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები