LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმარო მხოლოდ ზაფხულის კურორტი აღარ იქნება

306

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას განიხილავს.
აღნიშნული კურორტის განვითარების შესახებ მთავრობის სხდომაზე შესულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ბახმაროს განვითარების გეგმა გამოდის მთავრობაზე, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები