LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმარო ზამთრის სეზონისთვის პირველად ემზადება

519

კურორტი ბახმარო ევროპის ქვეყნებიდან ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს წელს პირველად უმასპინძლებს.

ზამთრის საკურორტო სეზონის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტი, რომელიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაშია.

,,თოვლზე მავალი“ ტრანსპორტირებისთვის მზად არის.

15259528_1846207145614510_1725700220516255802_o

ერთი თოვლის ბორანი – Z1 და ,,სნოუქეთი“ ბახმაროში ტურისტების გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. ხოლო მეორე ბორანს -M8000, სამაშველო ფუნქცია აქვს.

როგორც “ფორტუნას” გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამუშაოები კურორტზე 20 დეკემბრამდე დასრულდება. კურორტზე სტუმრობა და ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე ასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მომავალი წლიდან კი დამსვენებლებისთვის ზამთარში სასტუმროც იფუნქციონირებს.

13 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე ბახმაროში გერმანელი ტურისტებისა და პროფესიონალების ჯგუფი ჩავა. მანამდე კი, დეკემბრის ბოლოს, უცხოელი ჟურნალისტების პრეს–ტური მოეწყობა.

“ახალი წლის პერიოდში გერმანელ ინვესტორს უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტები ჩამოჰყავს. ისინი 2 კოტეჯში განთავსდებიან. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ჯერ–ჯერობით არსებული სასტუმრო ზამთარში არ ფუნქციონირებს, თუმცა გზები გაწმენდილია და კურორტის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეეძლება”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის სეზონზე ბახმაროში მყოფ ტურისტებსა და მომსახურე პერსონალს მართვის ინსტრუქტაჟსს გერმანელი სპეციალისტები ჩაუტარებენ.

ბახმაროს სამომავლო გეგმებზე და პრესპექტივებზე ვრცლად, შეგიძლიათ ჩვენი სტატია იხილოთ .

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები