LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: ტემპი აუცილებლად დაჩქარდება, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა მორჩეს ვადაში

79

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად დადგენილ ვადაში დასრულდება.

როგორც ბახტაძემ სამეგრელოში მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ასევე ახალი პროექტები.

“მინდა ხაზი გავუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს, ტობა-ვარჩხილი, ულამაზესი კანიონები, დადიანის სასახლე, ჩვენ ამ პოტენციალის 10%-საც კი ვერ ვიყენებთ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი. განსაკუთრებით იმ კუთხით, რაც ეხება მცირე საოჯახო სასტუმროების განვითარებას. ამ ნაწილში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ, ჩვენს ინვესტიციებს. ჯანსაღ და განვითარებულ ტურიზმს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს, ამიტომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად უნდა მორჩეს ვადაში და უნდა დავიწყოთ ახალი პროექტები კიდევ უფრო მოკლე ვადაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინიტრმა სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს სამეგრელოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. ყველამ ვიცით, რომ გასულ წელს ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით სამეგრელოში. იცით, რომ წელს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია და იმედია წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები