LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტრიონზე ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმე გახსნილია – შს მინისტრი

18

ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმე გახსნილია, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე, მღებრიშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე გუშინ მოხდა, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები