LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზების მშენებლობა იწყება

119

ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა.

ბაკურციხე-წნორის გზაზე 16 კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლით გზაზე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს აღნიშნული გზების: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი. წინასწარი პროექტირების დოკუმენტი გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაცია.