LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში ბრიტანული აფთიაქი გაიხსნა

303

ბაკურიანში თამარ მეფის ქუჩაზე PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალ აფთიაქში 10 ადამიანი დასაქმდა, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა, ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა, 7 თებერვლამდე მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს და ფრანგულ პრემიუმ კოსმეტიკას 30%-მდე ფასდაკლებით მიიღებს. მთელი თებერვლის განმავლობაში კი მათ, ვისაც პატარები ჰყავთ, ათეულობით პროდუტზე იქნება ეს ბავშის საფენები, კვება თუ ჰიგიენა, ყველაზე დაბალი ფასი ელოდებათ,“ – აცხადებენ PSP-ში.

ცნობისთვის, ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქისა და საჩხერის მოსახლეობა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები