LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებენ

50

მთავრობა ინვესტორს ეძებს, რომელიც ბაკურიანში სასტუმროს ააშენებს. ამ მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა დიდველთან ახლოს მდებარე 12 468 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, სასტუმროს კომპლექსი  ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს, რისთვისაც სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 29 იანვრისთვისაა დაგეგმილი  და ლოტის საწყისი ღირებულება 812 ათას ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურისმოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები