LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში თოვლი მოვიდა (ფოტო, ვიდეო)

1166

საქართველოს სამთო კურორტებზე თოვს. ბაკურიანში თოვლი გუშინ გვიან ღამით მოვიდა და თოვა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა სუსტად.

საფარი დაახლოებით 15 სანტიმეტრზე დევს.

“გუშინ წვიმდა, შუაღამისას კი თოვლი წამოვიდა. ახლაც თოვს, მაგრამ ძალიან სუსტად”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “ფორტუნასთან”.

ამ დროისთვის ბაკურიანში -5 გრადუსი ფიქსირდება. ღამით ტემპერატურის -10 გრადუსამდე დაცემაა მოსალოდნელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები