LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში ზამთრის უნივერსიადა ტარდება

56

5-6 მარტს დაბა ბაკურიანში გაიმართება სტუდენტებს შორის ტრადიციული ტურნირი „ზამთრის უნივერსიადა 2017“.
ტურნირში საუკეთესოს გამოავლენენ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ას ოცამდე (120) სპორტსმენი.
უნივერსიადის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

„ზამთრის უნივერსიადა 2017“ შემდეგ სახეობებში ჩატარდება:
1. პარალელური გიგანტური სლალომი (ვაჟები, გოგონები, 5 მარტი).
2. სათხილამურო ქროსი (ვაჟები, გოგონები, 6 მარტი).
3. სნოუბორდი, ქროსი (ვაჟები, 6 მარტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები