LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბალენსიაგას“ სრული „დემნიფიკაცია“ – როგორ დაიპყრო დემნა გვასალიამ მსოფლიო

303

როგორ დაიპყრო დემნას „ბალენსიაგამ“ მსოფლიო და როგორ ჩამოაყალიბა „ინტრიგანმა” დიზაინერმა მთელი თაობის ესთეტიკა – მოდურმა გამოცემა i-D-მ ქართველი დიზაინერის სტილს საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

2017 წელი ნამდვილად ბალენსიაგას წელია. მოდა ყოველ წამს ვითარდება, იცვლება და წარსულზე საუბარი ხშირად მოდის ექსპერტებსაც კი უჭირთ. ალექსანდრე ვონგის შემოქმედება ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ბრენდს სათავაში ქართველი დიზაინერი ჩაუდგა, ბალენსიაგამ სრული „დემნიფიკაცია“ განიცადა და თითქოს მოდის სახლი მანამდე არც კი არსებობდა.

დემნა და “ბალენსიაგა” ეს არის ერთი მთლიანობა, იდეალური კავშირი რომელმაც მოდის სახლს არნახული წარმატება მოუტანა. „ბალენსიაგა“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბრენდად ჩამოყალიბდა, რაც მის კომერციულ წარმატებაზეც აისახა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვონგი თავის საქმეს ცუდად აკეთებდა, ან პროდუქციას ვერ ყიდდა, უბრალოდ დემნამ ყველაფერი სხვა დონეზე აიყვანა.

ერთი შეხედვით სასაცილო, ირონიული, რევოლუციური და თითქოს უცნაური ნივთების შექმნით ქართველმა „შემოქმედმა“ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამასთან აღსანიშნავია, რომ გვასალიას სამოსი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა კოლექცია დახლებზე გამოჩენისთანავე ქრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები