LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბალმანი“, „ლუი ვუტონი“, „ელი სააბი“, „ლაბუტინი“ – ბრენდების მოყვარული ბრიჯიტ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში

423

იანვრის დასაწყისში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის მიწვევით პეკინს სტუმრობდნენ. ვიზიტს საფრანგეთის პირველი ლედი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა და ხუთი მოდური კოსტუმიც მოამზადა. არ დაივიწყა არც წითელი ფერი –   ჩინელებისთვის კეთილდღობის სიმბოლო.

პირველ დღეს, პეკინში ექსკურსიისთვის მადამ მაკრონიმ Balmain-ის წითელი ფერის პალტო,  Louis Vuitton-ის შარფი, Christian Louboutin-ის ჩანთა და ჩექმა შეარჩია.

სი ცზინპინთან და მის მეუღლესთან შეხვედრაზე Elie Saab-ის ტანისამოსში გამოწყობილი გამოცხადდა.

 

ცნობილი კომპლექსის „აკრძალული ქალაქის“ სანახავად საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ Balmain-ის თეთრი პალტო და ამავე ბრენდის ჩანთა აირჩია.

ულენსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოწყობილ ვახშამზე კი, Louis Vuitton-ის კაბამ და  Elie Saab-ის გრძელმა შავმა პალტომ ბრიჯიტი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

.

ოფიციალურ მიღებაზე დიდ დარბაზში ბრიჯიტ მაკრონი Louis Vuitton–ის კაბა–პალტოში მივიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები