LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკების რეკორდული მოგება, მიზეზები და ფინანსისტების შეფასებები

90

ისტორიული მაქსიმუმი კომერციული ბანკების მოგებაში-631 მილიონ 815 ათასი ლარის წმინდა მოგება მხოლოდ იანვარ-სექტემბერში დაფიქსირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდზე 30, 4%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს ამ პერიოდში არასდროს მიუღიათ.  როგორც წესი, ასეთ დროს საშუალო მაჩვენებელი 300-500 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა ხოლმე, წელს კი უკვე 600 მლნ-ს გადააჭარბა. როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, წლის ბოლოს კომერციული ბანკების მოგებამ ყველა რეკორდი მოხსნას და 800 მლნ ლარსაც გადააჭარბოს.

ამ თემაზე კომენტარებს უკვე აკეთებენ ფინანსისტები. მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ ქართული ბანკები ბიზნესს ნაკლებად აკრედიტებენ, სამომხმარებლო სესხების გაცემა და განვადებები ეკონომიკისთვის მომგებიანი არ არის. მისი თქმით, ბანკების შემოსავლების სტრუქტურაში შემოსავლის მთავარი წყაროა: ჯარიმები, საურავები, საკომისიოები, დასაკუთრებული ქონება და ა.შ. ასევე შესავლებში დიდი წილი უკავია ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს. ჯანიაშვილი იმასაც ამბობს, რომ დღეს ეროვნული ბანკი ბანკების ლობირებით უფროა დაკავებული, ვიდრე ქართული საზოგადოების ინტერესების დაცვით. „დღევანდელი საბანკო სექტორი ეკონომიკას იმაზე ბევრად დიდ ზარალს აყენებს, ვიდრე მისი საქმიანობით ჩვენ შეიძლება რაიმე სარგებელი მივიღოთ“, -აცხადებს ფინანსისტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები