LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკებში ლარის კურსი 2.65-ს აჭარბებს – რა სჭირს ეროვნულ ვალუტას?

148

ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5873 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  2.39 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0368 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.62 თეთრი შეადგინა.                                                        დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ნოემბრიდან  შევა ძალაში.

კერძო ბანკების კურსი ოფიციალურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საქართველოს ბანკში გაყიდვის კურსი 2.65-ს აჭარბებს. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი ხვალიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებს, აქ სხვადასხვა კურსი მოქმედებს.

ლარმა გაუფასურება, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან 2 დღეში დაიწყო.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს არასწორ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან არსებობდა იმის ეჭვიც, რომ არჩევნებამდე ეროვნული ბანკი კურსს ხელოვნურად იჭერდა. აღნიშნული ეჭვი ბანკის პრეზიდენტმა უარყო.

ნახეთ ექსპერტების მოსაზრებები ჩვენს სტატიაში: „საქართველოში ლარი პირველი იყივლებს ხოლმე“ – რატომ ძვირდება ეროვნული ვალუტა