LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკი “ქართუს” ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ენმ-ის მომხრეებს შორის დაპირისპირებაა

114

ბანკი “ქართუს” ცენტრალურ ოფისთან  პოლიციასა და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ბანკის ფასადზე პლაკატების გაკვრა დაიწყეს, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, რომ ფასადების დაზიანებისთვის კანონის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდებოდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა კვლეავ გააგრძელეს პლაკატების გაკვრა კედელზე.

პოლიციამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცასდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებაში პარტიის ლიდერებიც ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ბაკის “ქართუს” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფისის შესასვლელთან ინციდენტი ამოწურულია, დაპირისპირება შენობის მიმდებარე პერიმეტრზე მაინც გრძელდება.

პოპულალურები