LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანკი რესპუბლიკის” ბარათები უქმდება

89

თუ თქვენ “ბანკი რესპუბლიკის” ბარათები გაქვთ,

ის ძალიან მალე გაუქმდება

„ბანკი რესპუბლიკის“  ბარათები მომხმარებლებმა „თიბისი“ ბანკის ბარათებში უნდა გადაცვალონ. ამისათვის მათ დრო 6 მაისამდე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ბარათების გადაცვლა ამ დრომდე არ განხორციელდა, 6 მაისის შემდეგ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათების მოხმარება შეუძლებელი იქნება.

ეს ცვლილება თიბისი ბანკისა და „ბანკი რესპუბლიკის“ გაერთიანების გამო ხორციელდება. პროცესის დასრულება სწორედ 6 მაისს მოხდება.

„თიბისი“ ბანკის ცნობით ბარათების გადაცვლას მომხმარებელი უფასოდ შეძლებს. ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში“ უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეუძლიათ.

ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27.

„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში.

ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს,  რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები