LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებულ პირს ინკასაციის ფორმა ეცვა

116

ვაკეში, “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირის დაკავების ადგილზე სამართალდამცველები მუშაობას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

“ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ  ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის პირი დაახლოებით 9:00 საათზე დააკავეს. მათი ინფორმაციით, მძარცველი ვაკეში მდებარე ექსპეს-ფილიალის დააყაჩაღებას ცდილობდა, შემდეგ კი პოლიციას გამოექცა და საბოლოოდ დააკავეს.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, პირი იყო შეიარაღებული და მან პოლიცელების მიმართულებით გაისროლა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ იყო ორმხრივი სროლა, თუმცა არავინ დაჭრილა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს ჯავშანჟილეტი და ინკასაციის ფორმა ეცვა.

“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს საათებში გაავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები