LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანკის ვალის მქონე მოსახლეობისთვის სესხის დაფარვა სახელმწიფოს შეუძლია”

324

ამერიკის შეერთებულ შტატბში მცხოვრები აქტიური მოქალაქე ალექსანდრე მაღლაფერიძე, საქართველოს მთავრობას, ერთი შეხედვით, უტოპიურ ინიციატივას სთავაზობს.

მაღლაფერიძის განცხადებით, ბანკის ვალების მქონე მოსახლეობისათვის სესხის დაფარვა შესაძლებელია სახელმწიფომ ძალიან მარტივად მოაგვაროს და ამისთვის მხოლოდ ცოდნაა საჭირო.

“ვფიქრობთ,რომ დღევანდელმა სახელმწიფო ხელისუფლებამ და კონკრეტულად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა გაატაროს ძირეული რეფორმები ამ საკითხთან მიმართებაში, და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას მთლიანად მოუხსნას შესაბამისი რეფორმების ხარჯზე, ეს უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტრესი.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში საბანკო ვალების მთლიანად დაფარვა უმოკლეს დროში, უმტკივნეულოდ, არის სავსებით შესაძლებელი და ეს რეფორმა არ მოიცავს არანაირ განსაკუთრებულ დიდ სირთულეებს და ის უკვე მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენეს სხვადასხვა ფინანსური კრიზისის დროს”, – წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ის თანამოაზრეებთან ერთად, ამ გეგმის განხორიცელებაში საქართველოს მთავრობას დახმარებას ჰპირდება.  მაღლაფერიძე ითხოვს, რომ მისი ეს ინიციატივა, როგორმე ხელისუფლების წარმომაგდენლებამდე მივიდეს.

“აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სწორად გადადგმულ ნაბიჯებზეა ყველაფერი დამოკიდებული და თუ მათ ეს არ იციან როგორ არის ამ რეფორმის გატარება სასწრაფოდ შესაძლებელი გთხოვთ ყველას, რომ იქნებ თქვენ მაინც მიაწვდინოთ ხმა და ჩვენ გაუწევთ მათ ამერიკიდან სასწრაფოდ და საფუძვლიანად დახმარებას ! ! !..

მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს,რომ სახელმწიფოს მხრიდან ვალებისაგან მათი განთავისუფლება სახლში ლოგინზე წამოწოლას არ უნდა ნიშნავდეს და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია არ უნდა მოხდეს ახალი ვალების ხელახლა აღება..

სწორედ ამისათვის არის სასწრაფოდ სახელმწიფოს ჩარევა საჭირო და ძირეული რეფორმების გატარება,რის მერეც გარწმუნებთ,რომ ყველაფერი ზომიერად განვითარდება ქვეყანაში და დაიწყება ეკონომიკის ძალიან სწრაფად ზრდა”, – წერს მაღლაფერიძე.