LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა დაიგეგმა

48

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. მათივე ცნობით, AzRusTrans-მა უკვე მიიღო შეთავაზება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთის გადატანას გულისხმობს. AzRusTrans-ის თავმჯდომარის განცხადებით, გარკვეული წინადადებები მიიღეს  უზბეკეთიდან და  თურქმენეთიდან.

“უკვე მივიღეთ უზბეკეთიდან წინადადება პოლიმერის გადაზიდვაზე. ამჟამად უზბეკეთს ტვირთი ევროპაში ნოვოროსიისკისა და რიგის პორტებიდან გააქვს. ამიტომ, ბაქო-თბილისი-ყარსი მისთვის უფრო მომგებიანია”, – აღნიშნავს  AzRusTrans-ის თავმჯდომარე,

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით შენდება. მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია. აღნიშნული პროექტისთვის აზერბაიჯანს საქართველოსთვის უკვე 630 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები