LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ახალი თარიღი დასახელდა

94

ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციისთვის მზად აგვისტოში იქნება, – ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციის მინისტრი ახმეტ არსლანი აცხადებს. ინფორმაციას კი აზერბაიჯანული სააგენტო Trend ავრცელებს.

როგორც არსლანი აღნიშნავს, სარკინიგზო ხაზის თურქული მონაკვეთი, ფაქტობრივად, დასრულებულია და პრობლემას ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე თურქეთის სამინისტროში აანონსებდნენ, რომ ახალი მარშრუტი ივნისიდან ამოქმედდებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით შენდება. მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია. აღნიშნული პროექტისთვის აზერბაიჯანს საქართველოსთვის უკვე 630 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები