LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში 50 ლგბტ პირი დააკავეს

39

ბაქოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 50 გეი და ტრანსგენდერი დააკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივ უფლებადამცველებსა და აქტივისტებზე დაყრდნობით The New York Times წერს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებების მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროსტიტუციის შესახებ გახშირებული შეტყობინებებია. უფლებადამცველების თქმით კი, დაკავებულთა დიდ ნაწილს პროსტიტუციასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

დაკავებულთა ადვოკატის, სამედ რაჰიმლის, განცხადებით, დაკავებულ გეებს და ტრანსგენდერებს აწამებდნენ – მათ თავები გადაპარსეს, ზოგიერთების მიმართ კი ელექტროშოკებს იყენებდნენ.

აზერბაიჯანის შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ეხსან ზახიდოვის, ინფორმაციით, დაკავებებს შესაბამისი საფუძველი ჰქონდა, ხოლო 16 დაკავებულს შიდსი და სიფილისი აღმოუჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები