LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში გუშინ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა

30

ბაქოში გუშინ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მუხთარლის ადვოკატების შუამდგომლობა – საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო ეყრდნობა პროკურატურის არგუმენტებს, რომ თითქოს აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის დროს შესაძლოა, გამოძიების მსვლელობაზე გავლენა იქონიოს. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, გამოძიება ვერ ასაბუთებს, – განმარტავს მუხთარლის ადვოკატი, ელჩინ სადიგოვი.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. ის აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

31 მაისს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო და ბრალად წარუდგინა საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები