LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ და მიშელ ობამების ცეკვა ბიონსესა და ჯეი–ზის კონცერტზე (ფოტო/ვიდეო)

97

ცოტა ხნის წინ ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა ბიონსესა და ჯეი-ზის კონცერტზე დააფიქსირეს. ობამა ქალიშვილთან ერთად წყვილის საკონცერტო ტურნეს ევროპაში შეუერთდა და კონცერტის მსვლელობისას ბევრი იცეკვა კიდეც. უკვე დღეს მიშელ ობამა ბიონსესა და ჯეი-ზის კონცერტს მეუღლესთან, ბარაკ ობამასთან ერთად ეწვია. 56 წლის ბარაკ ობამა და 54 წლის მიშელი კონცერტს მერილენდში დაესწრნენ და ცხადია, ფოტოგრაფების ობიექტივშიც მოექცნენ.

კადრებში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა ჩანს, როგორ ცეკვავენ მეუღლეები საყვარელი მუსიკოსების კონცერტზე. „ობამების ცეცხლოვანი ცეკვა“,  – ასე შეაფასა მედიამ ყოფილი პრეზიდენტისა და პირველი ლედის ცეკვა.

შეგახსენებთ, რომ ბიონსესა და ჯეი-ზის ობამებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. 2008 წელს სწორედ ბიონსემ იმღერა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებში.

რაც შეეხება ბიონსესა და ჯეი-ზის ტურნეს  On the Run II, ის ამერიკაში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები