LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამა ლგბტ ჟურნალის გარეკანზე

116

ბარაკ ობამა გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომლის ფოტო ცნობილი ამერიკული ლგბტ ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

ობამას სურათები Out Magazine-მა დაბეჭდა, გამოცემა გეი-მოდასა და გეი-სტილზეა ორიენტირებული. პოლიტიკოსის ფოტოზე წერია : „ჩვენი პრეზიდენტი, მოკავშირე, გმირი, კულტი.“

ჟურნალის თანამშრომლები წერენ, რომ ეს ისტორიული წლის ისტორიული მომენტებია. ისინი კიდევ ერთხელ აღნიშნავენ მთავრობის მიღწევას, რომ 2015 წელს ერთსქესიანი ქორწინება ყველა შტატში დაშვებული გახდა.

გამოცემასთან ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობა მეორე ვადით რამდენიმე ფაქტორის გამო სურდა, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ აესრულებინა დაპირება, თანასწორობის დაკანონების შესახებ.

20151111-barac-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები