LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამა საკუთარი ასისტენტის ქორწილში

48

გასულ უქმეებზე ბარაკ ობამამ ყველა საქმე გადადო, რათა ფლორიდაში გადაფრენილიყო და თავისი პირადი ასისტენტის, მარვინ ნიკოლსონის ქორწილს დასწრებოდა.

ამერიკის პრეზიდენტი სიძის ხელისმომკიდე იყო, ხელის მოწერის ცერემონია კი ჯონ კერიმ ჩაატარა.

მარვინ ნიკოლსონი თეთრ სახლში პრეზიდენტის ვიზიტებს კურირებდა, ხოლო მის არაოფიციალურ ვალდებულებას ობამასთან ერთად გოლფის თამაში წარმოადგენდა. CBS-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ბარაკმა გოლფი 333-ჯერ ითამაშა, აქედან 192-ჯერ პარტნიორობას მას სწორედ ნიკოლსონი უწევდა.

მისი მეუღლე – ჰელენ პაიჩიჩი 2008 წელს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები